კრეტას კუნძულზე, ქალაქ სიტიასთან 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები 2 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მედიის ინფორმაციით, კსექროკამპოსში თითქმის მთლიანდ ჩამოინგრა ეკლესია, შენობები დაზიანებულია.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
28 სექტემბერს კრეტაზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძრა მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.