ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი არის რეციდივისტი
“სააკაშვილი არის რეციდივისტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
“იქ, სადაც არ არსებობს კრიზისი – ალოგიკურია რაიმეს განმუხტვაზე საუბარი. შესაბამისად, ვინ რამდენი ხნით იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას წყვეტს კანონი და სასამართლო. სხვათა შორის, სააკაშვილი არის რეციდივისტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.