“ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას” – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის რესპუბლიკის მთლიანობის დარღვევას გმობს. ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია ნათქვამი.
“NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ქვეყნების დესტაბილიაცია და ხელი შეუშალოს ევროპული და/ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელი შეუწყონ უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს”, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო. ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მხრიდან განხორციელების აუცილებლობას.
რეზოლუცია ჩრდილოატლნატიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.