გია ვოლსკი: ნუთუ აჭარაში არ ახსოვთ სამი უდანაშაულო ბიჭის სიკვდილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დახოცეს

“რა მიკვირს, იცით, ნუთუ აჭარაში არ გახსოვთ, სამი პატარა ბიჭი, ახალგაზრდა, რომლებიც იმის გამო, რომ ციხის დარბევა უნდოდათ, მოკლეს. თითქოს, ციხეში აჯანყების მოწყობისთვის არიან ჩამოსული. ნავთლუხის სპეცოპერაციაზე ვსაუბრობ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ გადაცემა პოლიტიკურ სივრცეში ისაუბრა.

ვოლსკის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ ახსოვს მოქალაქეთა ნაწილს ნაცმოძრაობისდროინდელი ხელისუფლების დანაშაულები.

“რა მიკვირს- იცით, თვითონ ნუთუ აჭარაში გახსოვთ, სამი პატარა ბიჭი, ახალგაზრდა, რომლებიც იმის გამო რომ ციხის დარბევა უნდოდა მოკლეს. თითქოს ციხეში აჯანყების მოწყობისვის არიან ჩამოსული. ნავთლუხის სპეცოპერაციაზე ვსაუბრობ. ნუთუ ეს აჭარას არ ახსოვს, ან ახალგაზრდებს ვისაც წარსული არ ახსოვს. ან იმ უბნებზე, სადაც ,,ქართულმა ოცნებამ,, ნაკლები ხმები მიიღო, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების ჯანყზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ საქმეებზე, რაც გაკეთდა და რაც მომავალში უნდა გაკეთდეს”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები