კორუფციული სკანდალის გამო, ოკუპირებულ გალში დაუგეგმავი შიდა შემოწმებები დაიწყო

ოკუპირებული გალის დე ფაქტო რაიონის სოფელ დიხაზურგას ე.წ. ადმინისტრაციაში დაუგეგმავი შიდა შემოწმება დაიწყო, – ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოწმდება, რამდენად სრულდებოდა განვლილ პერიოდში “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას გასული წლის 15 ივლისის განკარგულება, რომელიც 2003 წლიდან გალელებისგან მიწის გადასახადის სახით ორმაგი ოდენობის თანხების მოკრების შესახებ ადგილობრივი “საკრებულოს” 2003 წლის გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებდა.

გამოძიების ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში თურქია მოსახლეობის მიერ მიწის გადასახადის სახით გადახდილი ორმაგი თანხებიდან 1/3-ს თავად ისაკუთრებდა და ამ გზით, ჯამურად, 660 147 რუბლი მიითვისა.

როგორც დე ფაქტო პროკურატურაში განაცხადეს, ყოფილმა გამგებელმა მითვისებული თანხის ნაწილი უკვე დააბრუნა, მისმა თანამზრახველებმა კი – დე ფაქტო გამგებლის მოადგილე ჯამბულ გამისონიამ და ბრიგადირმა, რამაზ გიდელიამ მითვისებული თანხები სრულად აანაზღაურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები