მობილური ბრიგადები რეგიონებში სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილური ბრიგადები რეგიონებში სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში გაიგზავნება, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

„აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს. შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების ასრულების მკაცრი კონტროლი. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები, ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზერებული ვაქცინები: „ფაიზერი“, ასტრაზენეკა“, სინოვაკი“ და „სინოფარმი“. შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები