რუსთავში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 1 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ერთ-ერთი დანადგარი აფეთქდა, რასაც ადგილზე დასაქმებული, 60-წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
რამ გამოიწვია აფეთქება, ამ დროისთვის, უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.