ინდოეთში თვითმფრინავი ხიდის ქვეშ გაიჭედა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში Air India-ს თვითმფრინავი ხიდის ქვეშ გაიჭედა. ამ კადრების ამსახველი ვიდეომასალა ადგილობრივმა ჟურნალისტმა twitter-ზე გამოაქვეყნა და ის მალევე ვირუსულად გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გაირკვა, Air India-მ თვითმფრინავი ჩამოწერა და ის სხვა მფლობელს გადაჰქონდა, როდესაც თვითმფრინავი ხიდის ქვეშ გაიჭედა.

“ეს არის Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც გაიყიდა. ის გუშინ ახალმა მფლობელმა წაიღო. Air India-ს ამ თვითმფრინავთან უკვე არაფერი აკავშირებს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები