ნიკა მელია: ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვება ძალიან მალე დადგება
“ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, ის გაგრძელდება გამარჯვებამდე და გამარჯვება ძალიან მალე დადგება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ცვლილებები ერთადერთი სწორი გამოსავალია.
„ამ გამარჯვებით ყველა მოხარული იქნება, მათ შორის, ყველა ის ადამიანი, ვინც დღესაც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყნის მომავალი. ის ადამიანები დარწმუნდებიან, რომ ცვლილებები ერთადერთი სწორი გამოსავალია. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს, დიდხანს ვერ დავიცდით. ამიტომ, ყველა ძალის გაერთიანება, სრული მოტივაცია და ბოლომდე დახარჯვა ბრძოლის ველზე ყველაფრის დადებაა საჭირო. გამარჯვება უნდა მოვუტანოთ ამ ქვეყანას, როცა არჩევნებს დანიშნავენ“, – განაცხადა მელიამ.