ფოთში ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა დროულად დაიწყო
ფოთში 33-ვე საარჩევნო უბანი 07.00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08.00 საათზე დაიწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის, ქალაქში შვიდი მაჟორიტარული ოლქია.
ფოთში სულ 41 ათას 128 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.