ჟანა ფრისკეს ძაღლების საშუალებით მკურნალობენ

  მომღერალ ჟანა ფრისკეს, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა, „ექიმი ჰაუსის“ მეთოდით მკურნალობენ. ნიუ-იორკის კლინიკაში ფრისკეთან უკრაინელი წარმოშობის ექიმი ბრაიან კუშნირი მუშაობს. სპეციალისტი ამბობს, რომ კლინიკა ე.წ. ექიმი ჰაუსის მეთოდით მუშაობს. საავადმყოფოში შექმნილია სხვადასხვა სპეციალისტისგან შემდგარი 16 ჯგუფი. პაციენტს დიაგნოსტირებას პროფესიონალების სხვადასხვა ჯგუფები უწევენ და თითოეული მათგანი მკურნალობის თავის მეთოდს სთავაზობს. კლინიკის სპეციალისტებმა სპეციალური პროგრამაც შეიმუშავეს. პალატაში მათ გაწვრთნილი ძაღლები შეჰყავთ და ავადმყოფს მათთან თამაშის უფლებას აძლევენ. ითვლება, რომ ასეთი თერაპია დადებითად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობაზე. მედიკოსების განმარტებით, აღნიშნული პროგრამა ხსნის სტრესს და აყუჩებს ტკივილს. შეგახსენებთ, იანვარში ცხობილი გახდა, რომ მომღერალი ჟანა ფრისკე სიმსივნით არის დაავადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები