კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გეოდინამიკის ინსტიტუტი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქი ირაკლიონიდან 78 კილომეტრის დაშორებით იყო.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 9:17 საათზე დაფიქსირდა და კუნძულის მთელს ტერიტორიაზე იგრძნობოდა.

ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული არ არის, თუმცა, ფოტოებიდან ირკვევა, რომ შენობების ფასადები ძლიერად დაზიანდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია რუსოჰორიის ეკლესიაში ნგრევის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები