თამარ გაბუნია: “მიუ“ შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიუ“ შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა.

„მიუ“ შტამი, ჯერჯერობით, კვლავაც რჩება დაკვირვების საგნად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. ეს ჯერ არ არის საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი. ჩვენც ველოდებით დამატებით რეკომენდაციებს ჯანმო-სგან. რამე განსხვავებული მიდგომა ამ შტამთან დაკავშირებით არ არსებობს და არც მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა ჯანმრთელობის ორგანიზაციიდან. “მიუ“ შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები