დეკანოზი შალვა კეკელია: ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ანგრევენ, დღეს საუბრობენ, რომ ეკლესია დასაცავია

“ვერ ნახავთ ერთ კვირასაც კი, რომ ეკლესიაზე ცუდი გადაცემა არ კეთდებოდეს და დღეს ეს ტელევიზიები გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად”, – ამის შესახებ „იმედის კვირას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ფარული მიყურადების ფაქტები ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს მასალები მედიის ხელში ხვდება. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით ამ მასალების გამოქვეყნება ხდება.

„ვერ ნახავთ ერთ კვირასაც კი, რომ ეკლესიაზე ცუდი გადაცემა არ კეთდებოდეს და დღეს ეს ტელევიზიები გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად. წარმოგიდგენიათ! ადამიანები, რომლებიც ეკლესიას არღვევენ, ანგრევენ, ერთი სული აქვთ, სასულიერო პირის შესახებ რაიმე ცუდი გაიგონ და მერე ეს ყველაფერი გააშუქონ, ამაზე ისაუბრონ, დღეს ისინი საუბრობენ, რომ ეკლესია დასაცავია და ჩვენ უნდა დავიცვათო“, – განაცხადა მამა შალვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები