ირაკლი კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე: ველოდები, როდის მოახერხებენ გვარამია, მელაძე, ხოჯევანიშვილი და გახარია ერთი საინტერესო ინფორმაციის „გამოგდებას“ მაინც

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მედიაში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ელოდება, როდის „გამოაგდებენ“ ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები და გახარიას პარტია ერთ საინტერესო ინფორმაციას მაინც.

„ველოდები, როდის მოახერხებენ გვარამია, მელაძე, ხოჯევანიშვილი და გახარია ერთი საინტერესო ინფორმაციის „გამოგდებას“ მაინც. დაველოდოთ, იქნებ, „გამოაგდონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, სადაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების სახელები ფიგურირებს. გავრცელებული მასალის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები