მეუფე შიო გავრცელებულ ჩანაწერებზე: ველოდებით გამოძიებას
სამებაში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მეუფე შიო აცხადებს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება.
„საპატრიარქომ გააკეთა ოფიციალური განცხადება. პოზიცია გამოატულია. ველოდებით გამოძიებას“, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, სადაც სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არაა.