ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, – ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.
მეუფის განმარტებით, მათ კელიები დღის ბოლომდე უნდა დატოვონ და საერო ცხოვრებას დაუბრუნდნენ. შესაბამისად, მათ საეკლესიო სამოსის ტარება ეკრძალებათ.
რამდენიმე თვის წინ, ეპარქიის მიტროპოლიტმა აღნიშნულ სასულიერო პირებს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა და მოსანანიებლად, დრო მისცა.