მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ია და ასევე იკლებს აცრების მაჩვენებელი.
„ბოლო სამი დღეა იკლებს აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ, პირბადის ტარების მაჩვენებელი არ უმჯობესდება, 47%-ზე იყო ასული და ბოლო მონაცემებით, ისევ 43 %-ია. თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, თუ ვერ ავწიეთ აცრების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ისევ ამ მაღალ ციფრებზე დავრჩებით.
მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი თუ ჩვენ გვექნება აცრების მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.