კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 522 თბილისში გამოვლინდა, 226 – იმერეთში, 186 – კახეთში

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 522 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 226, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 70, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 181, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 701 საიდანაც 5 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 144, აჭარაში – 570, იმერეთში – 1 058.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 255 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 132, იმერეთში – 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 196, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.

1 225 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 304 – აჭარაში. 20 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 157 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 501 ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები