კლინიკაში, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა დასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით. კლინიკა RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას ტელეკომპანია “POSTV” დაუკავშირდა.
“POSTV”- ის ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ამ მიმართულებით ინფორმაციას არ ფლობს.
ასევე, RUDOLFINERHAUS-ის სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ საიტზე ნარკოლოგიური შემოწმების სერვისზე ინფორმაცია არ იძებნება.
შეგახსენებთ, რომ პარტიის – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქ. ვენაში ჩაიტარა.