ბერნში პოლიციამ კოვიდშეზღუდვებით უკმაყოფილო ხალხი ცრემლსადენი გაზით დაშალა

შვეიცარიის პოლიციამ ბერნში საკარანტინო ზომების მოწინააღმდეგეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა.

ამის შესახებ Swiss Info წერს.

აღინიშნება, რომ 16 სექტემბრის საღამოს ხალხი რკინიგზის სადგურთან შეიკრიბა და ფედერალური პარლამენტისკენ დაიწყო მსვლელობა.

თავდაპირველად, აქციაზე 3-4 ათასი ადამიანი იყო, მსვლელობის გამო – რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა.

პარლამენტთან კი უკვე აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში შეჭრას ცდილობდა, სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთს ესროდნენ.

პოლიციაში განმარტავენ, რომ შეკრებილები რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა, ისინი არ შეჩერდნენ.

მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანია დაშავებული.

შვეიცარიაში 13 სექტემბრიდან კოვიდსერტიფიკატზე მოთხოვნა გაამკაცრეს, მათი ფლობაა საჭირო რესტორნებში შესვლისას, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების დროს, ასევე, დახურულ სივრცეში რაიმე სახის ღონისძიების გამართვის და მასში მონაწილეობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები