საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ინგლისურენოვან ამონაწერს გასცემს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერებს ინგლისურ ენაზე გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სერვისი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უკვე რეგისტრირებულ ან რეგისტრაციის მსურველ სუბიექტებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ბიზნესპროცედურებს. ამ სერვისის ამოქმედებამდე, დაინტერესებულ პირებს თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობა, ხოლო შემდეგ  ნათარგმნი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება ესაჭიროებოდათ, რაც დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სააგენტოს მიერ გაცემულ ინგლისურენოვან ამონაწერს და მის ელექტრონულ ვერსიას იგივე იურიდიული ძალა აქვს, რაც ქართულენოვან ამონაწერს. ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების საფასური 20 ლარი იმ მომსახურების საფასურს დაემატება, რომელთან ერთადაც იქნება მოთხოვნილი აღნიშნული სერვისი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ინგლისურენოვანი ამონაწერის მიღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ფილიალებში, სააგენტოს ავტორიზებულ მომხმარებლებთან და ელექტრონულად, ვებპორტალ my.gov.ge-დან არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები