ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მათივე ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.