“სრული პატივისცემით ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან” – რობერტ ფიცო
“სრული პატივისცემით ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან”, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო წერს და პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ჩვენ ერთგული ვართ უნგრეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღორძინებას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბის“ მილსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს“, – აცხადებს რობერტ ფიცო.