„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი”, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში აცხადებს და პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა დაიმსახურა და დიდი იმედები და მოლოდინები აქვს, რაც არ უნდა გაუცრუოს. პატივს ვცემ არჩევნების შედეგებს და მოუთმენლად ველოდები ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა მჭიდროა. მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ ნებისმიერთან, ვინც ამომრჩეველმა აირჩია“, – წერს ანდრეი ბაბიში.