ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები 40 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ევაკუირებულია 7 ათასამდე ადამიანი, დანგრეულია 35-მდე საცხოვრებელი სახლი.