ოკუპირებული აფხაზეთი და რუსეთი ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციას განიხილავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან დელეგაცია იმყოფება და მხარეები ე.წ. საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის საკითხის განხილვას იწყებენ.

ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ოპოზიციურ “აფხაზეთის სახალხო მოძრაობაზე” დაყრდნობით წერს.

”ამჟამად კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, განიხილება საკითხები, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელონ ერთობლივი კომისიის მუშაობა ღიად და აცნობონ საზოგადოებას, რადგან ტერიტორიული საკუთრების საკითხი უკიდურესად მგრძნობიარეა ჩვენი ხალხისთვის,”- ნათქვამია ე.წ. მოძრაობის განცხადებაში.

“ეხო კავკაზა” წერს, რომ 2019 წელს სოხუმში რუსეთის ე.წ. ელჩმა, ალექსეი დვინიანინმა თქვა, რომ რუსეთმა შესთავაზა ოკუპირებულ აფხაზეთს ხელი მოაწეროს შეთანხმებას საზღვაო სივრცის დელიმიტაციის შესახებ – ”იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სახმელეთო საზღვრის საკითხის გადაწყვეტა.”

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მაშინ ე.წ.ელჩმა დაადასტურა, რომ გადაუჭრელი რჩება „მხოლოდ ერთი სოფლის – აიბგას საკითხი“.

2020 წლის ნოემბერში საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მდინარე ფსოუს გასწვრივ, რომელმაც სოფელი აიბგა ადლერთან დააკავშირა ოკუპირებულ აფხაზეთის საზოგადოებამ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები