გიორგი გაბუნია: ევროკავშირი ცდილობდა შეექმნა განწყობა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე

„ევროკავშირი ცდილობდა შეექმნა განწყობა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე,”- ამის შესახებ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლე გაირკვა ჰერჩინსკის წერილიდან და ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.

„საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აკეთებდა მოწოდებას, „გახსენით მოლაპარაკება და დღესვე ვაწერთ ხელს.“ ეს ჩვენი განწყობა ძალაშია, მაგრამ სამწუხაროდ, ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც ორმაგ სტანდარტებზეა დაფუძნებული. ერთი მხრივ ყველანაირად ცდილობდა, შეექმნა საზოგადოებაში ფონი, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე. შემდგომში ამას უნდა მოჰყოლოდა სამოქალაქო პროტესტი სამოქალაქო არეულობა, რევოლუციური პროცესები, სწორედ ამაზე იყო გათვლა. ჩვენ იმას ვაკეთებდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. სიმართლე გაირკვა ჰერჩინსკის წერილიდან და დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო უწყებისადმი მიწერილ წერილში ელჩი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები