საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იურიდიული ფაკულტეტის 70-მდე კურსდამთავრებული დაასაქმა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტი დასაქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტები, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, რეგისტრატორის პოზიციაზე შეირჩნენ. ახალ თანამშრომლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრე საზოგადოებას სამუშაო სპეციფიკა გააცნო და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაო პროცესებში ჩართვამდე ახალი თანამშრომლები თემატურ სასწავლო კურსს გაივლიან. კურსის ფარგლებში, ისინი სპეციფიკურ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა აკრედიტებულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა, რის შედეგადაც არსებული 170-მდე აპლიკანტიდან კომისიამ 69 სტუდენტი შეარჩია. ასევე, აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას არაერთ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელთან და მომავლშიც განაგრძობს სტუდენტების დასაქმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები