გასული საუკუნეების თბილისი და მისი მოსახლეობა

თბილისი უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ეთნიკური სიჭრელით. ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა აქ სხვადასხვა ხალხის დამკვიდრებას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში თბილისში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სპარსელები, დაღესტნელები თუ ბერძნები.

მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა გერმანელებისა და რუსების უბნები. სხვადასხვა გარემოების გამო, თბილისის ეთნიკური სტრუქტურა  ყოველთვის ცვალებადი იყო. მაგალითად, 1897 წელს თბილისის მოსახლეობის 29%-ს ანუ უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ. იმ დროს თბილისში 47 ათასი სომეხი, 42 ათასი ქართველი და 44 ათასი რუსი ცხოვრობდა.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ტრადიციულად თბილისის თითოეულ უბანში ერთი რომელიმე ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა. ასეთი უბნები ჰქონდათ სპარსელებს, ებრაელებს, სომხებს და ნაწილობრივ, სხვა ეროვნების წარმომადგენლებსაც. მაგალითად, სომხური ბურჟუაზია, ძირითადად, სოლოლაკს ანიჭებდა უპირატესობას. შედარებით ხელმოკლე სომხების საცხოვრებელი არეალი – ავლაბარი – იყო.1240293_569909289712756_441587637_nრუსები, ძირითადად, მეტეხის ციხის მიმდებარე ტერიტორიას ირჩევდნენ. მათი განსახლების არეალი იყო ასევე რიყეც, სადაც, ძირითადად, მალაკნები ცხოვრობდნენ. რუსების ჩამოსახლება თბილისში საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ იწყება. თავდაპირველად აქ განლაგდნენ რუსეთის სამხედრო ნაწილები, მათ მოჰყვნენ სახელმწიფო მოხელეები და ვაჭრები.

მე-19 საუკუნის დასასრულს თბილისის მოსახლეობის მეოთხედს სწორედ რუსები შეადგენდნენ. როგორც წესი, თვითოეული ეთნიკური ჯგუფის თბილისში საკუთარი საკულტო ნაგებობაც ჰქონდა. მაგალითად, დღევანდელ გორგასლის მოედანზე ბერძნული ეკლესია მდგარა, რომელიც  თემურ ლენგს დაუნგრევია. 1430 წელს ეკლესია აღადგინეს, თუმცა 1795 წელს ეკლესია აღა მაჰმად ხანის ჯარებმა დაანგრიეს. სპარსელების უბანს თბილისში სეიდაბადი ერქვა და ის ახლანდელი აბანოთუბნის ტერიტორიას მოიცავდა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მე-17 საუკუნეში სპარსეთის შაჰს აქ სეიდების ტომი ჩამოუსახლებია და უბანსაც სეიდაბადი ეწოდა. 1818 წელს სოფელ კუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე და დიდუბეში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ.

12747499_1241760645852726_2074441955452706864_o ბაღებით და ბოსტნებით გარშემორტყმული სახლები ორ მწკრივად გასდევდნენ პლეხანოვის პროსპექტს. თბილისის ბაზრებზე რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის დიდი ნაწილი  სწორედ გერმანელებს გამოჰქონდათ. „აკურატულად შეთეთრებული კოტეჯების ორ რიგ შორის ფართო გზა გადის. ირგვლივ პატარა ბაღებია. სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი მოსახლეობა ეკლესიისაკენ მიეშურება. ქალები, სუფთა ქუდებითა და წელამდე მოსასხამში მათი წითური თმებითა და ჭორფლიანი სახეებით, მართლაც გამოირჩევიან  თავიანთ შავთვალა მზობლებისგან.“- წერდა იმდროინდელი პრესა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თბილისის ეთნიკური შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება. მაგალითად, 1926 წლის მონაცემებით, თბილისში უკვე ეთნიკური ქართველები ჭარბობენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა ხვედრითი წილი თბილისში 44 პროცენტს აღწევს. 1979 წლისათვის ეს რიცხვი 62%-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები