ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კონონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ‘’ოპერატიული შტაბი’’ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 399 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში კორონავირუსის 25 622 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 387, გამოჯანმრთელდა 21 525 მოქალაქე.