ღარიბაშვილს რუსეთში ურჩევენ, სააკაშვილს “გემრიელი ჰალსტუხი” დაახვედრონ
რუსი სენატორი, ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრემიერმინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, შეარჩიოს ჰალსტუხების “გემრიელი” კოლექცია იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი გადაწყვეტს ჩასვლას.
ამის შესახებ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა.
“ბრიონი”, “ჰერმესი” ან შეიძლება, “ფერაგამო”. თუმცა, როგორც ცნობილია, გემოვნებაზე არ დავობენ და მიხეილ სააკაშვილს შეიძლება, სხვა ბრენდები ურჩევნია”, – წერს სენატორი.
პუშკოვის თქმით, ჰალსტუხის ეპიზოდი სააკაშვილს თან სდევს და ეს არ არის “რუსული პროპაგანდის” პროდუქტი.
აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ მოამზადებდა მამაკაცის აქსესუარების კოლექციას სახელმწიფოს ყოფილი მეთაურისთვის და გაუგზავნიდა მას “განახლებულ ციხეში”. მან ასევე სააკაშვილს “მშიშარა და კურდღელი” უწოდა.