წყვილმა ბეკონის ფესტივალზე იქორწინა
აიოვას შტატის ქალაქ დე-მოინში გამართულ ბეკონის ფესტივალზე საქორწინო ცერემონია პირველად ჩატარდა. ტრიშა სნაიდერი და ტომ უოტსონი ქორწილის გადახდას თავიდან ლას-ვეგასში გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით საქორწინო ცერემონიალისთვის საუკეთესო ადგილად ბეკონის ფესტივალი მიიჩნიეს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ წყვილს ძალიან უყვარს ბეკონი. საქორწინო თაიგულიც კი ბეკონისგან იყო დამზადებული.
2008 წლიდან მოყოლებული, “Blue Ribbon Bacon Festival”-ი ყოველწლიურად იმართება და თანდათან მეტ ადამიანს იზიდავს. 2014 წელს ბეკონის ფესტივალს 14 ათასი ადმიანი დაესწრო.