გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან მანქანა ხევში გადავარდა.
როგორც kvira.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, ავტომანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.