25 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 038 292 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 25.2%.
“სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 11.2%.
24 აგვისტოს აიცრა 28 196 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.