პოროშენკოს “ბრილიანტის მწვანე” შეასხეს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს კიევის ცენტრში “ბრილიანტის მწვანე” შეასხეს.

მანამდე, პოლიტიკოსმა მიიღო მონაწილეობა “უკრაინის დამცველთა მარშში”, რომელიც ქალაქში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დონბასში სამხედრო ოპერაციის მონაწილეებმა მოაწყვეს.

​თვითმხილველების თქმით, პოროშენკოს სითხე მეტროს შესასვლელთან შეასხეს.

ინციდენტის შემდეგ, ექსპრეზიდენტი პოლიციელებთან მივიდა, მათ მანქანაში ჩაჯდა და დაუდგენელი მიმართულებით წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები