ამირან გამყრელიძე: თითზე ჩამოსათვლელია ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება
“თითზე ჩამოსათვლელია ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სექტემბერში ანალიზი გამოქვეყნდება.
„ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან, არადა, როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ იმიტომ, რომ გადადების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს.
როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება, იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალბათ ერთი თვე დაგვჭირდება, სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც როგორ წავიდა ვთქვათ რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მით უმეტეს, ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“, – განაცხადა გამყრელიძემ.