ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
“ჯერჯერობით, სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
„ორჯერადი, დაახლოებით, 6 თუ 7 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული კლასიკური პროტოკოლით, დაახლოებით 70 თუ 80 გვაქვს კვლევაში რეინფიცირება, მაგრამ სამჯერ – არცერთი“, – განაცხადა გამყრელიძემ.