ამირან გამყრელიძე: ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა, ზრდა არ არის ნახტომისებური

“ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა, ზრდა არ არის ნახტომისებური”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე, გარდაცვალების ინდიკატორი.

„ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა. ზრდა არ არის ნახტომისებური. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს გარკვეულად იმ შეზღუდვებით, რაც შემოღებულია და იმ რეკომენდაციების უფრო მეტად აღსრულებით, რაც დაწესებულია და არ სრულდებოდა. ასევე, გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით.

მაგრამ, სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე, გარდაცვალების ინდიკატორი. დღეს გვქონდა 59 – პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები