საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი “ოჩამჩირე” (P23) და ხომალდი “სოხუმი” (P24) მონაწილეობდა.
უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა “სლავიანსკი” (P190) ჩაერთო.
წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, “ადამიანი ბორტს მიღმა”, ხომალდის ბუქსირება.
ერთობლივი წვრთნები ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.