ამირან გამყრელიძე: თუ სამ თვეში სამ მილიონ აცრას გავაკეთებთ, პანდემიის ყველა მაჩვენებელს გადავლახავთ
“ყველა ერთად, როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე – აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი – გვქონდეს აცრების მაქსიმალური მაჩვენებელი”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ სამ თვეში სამი მილიონი აცრის გაკეთება მოხერხდება, პანდემიის ყველა მაჩვენებლის გადალახვა შესაძლებელი იქნება.
“ყველა ერთად, როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე – აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი – გვქონდეს აცრების მაქსიმალური მაჩვენებელი. სამ სამიზნედ დავყავით. საუკეთესო და იდეალური იქნება, თუ ჩვენ ყველა ერთად მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში ანუ, სამ მილიონს სამ თვეში. შევაკავებთ და გადავლახავთ ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.