რა საიდუმლოს ინახავს ხეში ჩაზრდილი ველოსიპედის ლეგენდა

ხეში ჩაზრდილი ველოსიპედი უკვე დიდი ხანია აშშ-ში მდებარე კუნძული ვაშონის ღირსშესანიშნაობა გახდა. სენტიმენტალური ლეგენდა იმის შესახებ, რომ ის ბიჭს ეკუთვნოდა, რომელიც უეცრად პირველ მსოფლიო ომში გაგზავნეს, სულაც არ შეესაბამება სიმართლეს. რა ხდებოდა სინამდვილეში?

ლეგენდა, დაახლოებით, ასე ჟღერს: 1914 წელს ვინმე ახალგაზრდა ყმაწვილმა ველოსიპედი ხეს მიაჯაჭვა. დაახლოებით, რამდენიმე წუთში ის პირველ მსოფლიო ომში გაგზავნეს, საიდანაც არ დაბრუნებულა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, მშობლებმა ველოსიპედს ხელი არ ახლეს, რომელიც დროთა განმავლობაში, ხის ქერქში ჩაიზარდა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა გახდა.

აქ რაღაც-რაღაცები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, ის, რომ აშშ ომს მხოლოდ 1917 წელს შეუერთდა და თვითონ ველოსიპედიც ნაკლებად ჰგავს ისეთს, რომელიც ჯარში გასაწვევი ახალგაზრდის ასაკს შეესაბამება. მასზე, ალბათ, მხოლოდ 10 წლის ბიჭუნა თუ მოთავსდებოდა. თუკი უფრო ჩავუღრმავდებით, აღნიშნული ბრენდის ველოსიპედი XX საუკუნის დასაწყისში არც არსებობდა.

მას შემდეგ, რაც ველოსიპედი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მისი მფლობელი გამოჩნდა და ნამდვილი ისტორია მოყვა. ველოსიპედის პატრონი 72 წლის, პენსიაზე მყოფი შერიფი დონ პაზი აღმოჩნდა, ხოლო ეს ისტორია 1954 წელს მოხდა, როდესაც ის 8 წლის იყო.

დონი კუნძულ ვაშონზე დაიბადა და იქ 1992 წლამდე ცხოვრობდა. 1954 წელს მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – მამა ხანძარში დაღუპა. კუნძულის მოსახლეობას ქვრივი და ობოლი ბავშვები ეცოდებოდათ და მათთვის სხვადასხვა ნივთები მოჰქონდათ. მათ შორის იყო ეს ველოსიპედიც. დონმა აღიარა, რომ ველოსიპედი მას თავიდანვე არ მოეწონა – თითქოს, ის პატარებისთვის განკუთვნილ სამბორბლიან ველოსიპედს ჰგავდა, მაგრამ ორი ბორბალი ჰქონდა. ამასთანავე, წვრილი საჭოთა და უხეში საბურავებით იყო აღჭურვილი.

მოგვიანებით დონის ოჯახი ჭაობთან მდგარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას ერთხელაც ეს ველოსიპედი დარჩა. როგორც თავად ამბობს, მას სულაც არ უდარდია.

მრავალი დროის შემდეგ, 1995 წელს დონი კუნძულზე დის სანახავად ჩამოვიდა და თანაც ცნობილი, ხეში ჩაზრდილი ველოსიპედის ნახვაც უნდოდა. პირველი, რაც მან თქვა:

„ეს ხომ ჩემი ველოსიპედია!“

მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედი ცნობილი გახდა, დონის თვალში მიმზიდველობა მას არ შემატებია.

ეს ბუნებრივი ფენომენი რომ განვიხილოთ – ხე თავად ვერ ასწევდა ასეთი სიმძიმის ველოსიპედს. დიდი ალბათობით, ვიღაცამ ის იქ მიამაგრა, დროთა განმავლობაში კი, ხეში ჩაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები