თამარ გაბუნია: ვაქცინაციის სიკეთეზე გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას მოსახლეობა თავად მიიღებს

“ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ საკმარისი აქტივობაა მოსახლეობაში”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ფიქრი იმაზე, რომ ვაქცინაცია რაღაც გზით უნდა გახდეს სავალდებულო, ამაზე საუბარი არ არის.

„ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ საკმარისი აქტივობაა მოსახლეობაში, გადაწყვეტილებაც არის ვაქცინაციის სასარგებლოდ. მე ვფიქრობ, ვაქცინაციის სიკეთეზე გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას მოსახლეობა თავად მიიღებს. ესენციურ ჯგუფებში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, სამედიცინო პერსონალი უკვე დღეიდან ერთვება ვაქცინაციის პროცესში მეტი აქტივობით, ასევე, ისეთი ესენციური ჯგუფები, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა, პენიტენციური სამსახურები და თავდაცვის სამსახური. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ვმუშაობთ უფრო დადებით მოტივებზე და ჯერჯერობით ფიქრი იმაზე, რომ რაღაც გზით უნდა გახდეს სავალდებულო, ამაზე საუბარი არ არის”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები