პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცესკო არჩევნებს ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს.
მისი შეფასებით, ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას გაურბის.
„ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. ეს არჩევნები ყველაზე მეტად დამოკიდებულია წესებსა და იმ რეგულაციებზე, რაც საარჩევნო ცვლილებებით მივიღეთ და ნებისმიერი ადამიანის პიროვნული ფაქტორი არ იქნება გადამწყვეტი, რადგან არჩევნებს ცესკო ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.