ილია მეორე: დღეს არის ბედნიერი დღე, 1600 ბავშვი მოინათლა
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1600-მდე ბავშვი გახდა.
“დღეს არის ბედნიერი დღე. 1600 ბავშვი მოინათლა. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მსოფლიო” , – განაცხადა პატრიარქმა ნათლობის დასრულების შემდეგ.