არჩილ თალაკვაძე: დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო, მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს

“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში არის საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ კრიტიკას, სადაც საუბარია საქმეების განხილვის ვადებზე, თალაკვაძის თქმით, აქედან გამოსავალი რეფორმების ის შემდეგი ტალღაა, რაც დაგეგმილია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში არის საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემო, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს. ასეთ ანგარიშებს მსოფლიო საინვესტიციო კომპანიები ეცნობიან და მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ უმასპინძლოს უფრო მეტ ინვესტიციას. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ კრიტიკას, სადაც საუბარია საქმეების განხილვის ვადებზე, აქედან გამოსავალია რეფორმების ის შემდეგი ტალღა, რაც გვაქვს დაგეგმილი და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. გამოსავალია ის, რომ სასამართლოში ყველა დონეზე საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები იყვნენ განწესებული და საქმეთა განხილვა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. პარლამენტის მხრიდან სასამართლოს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება, რომ საქმეების განხილვის ვადები კიდევ უფრო ოპტიმალური გახდეს და მეტმა მოქალაქემ, ბიზნესსუბიექტმა მიიღონ დროული გადაწყვეტილება. სასამართლო, რომელიც ჩავიბარეთ და დღევანდელს შორის არის დიდი განსხვავება და ხელშესახები პროგრესი, რაც ჩანს, მაგრამ ჩვენი და პარტნიორების სურვილია, სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს, ეს ასახული იქნება რეფორმაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები