მეუფე შიო: ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან
„ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან“,- სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობასთან დაკავშირებით მეუფე შიომ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
„სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ პეტრე მოციქული იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ხმამაღლა ქადაგება ქრისტესი და მრავალი ადამიანი მოაქცია სარწმუნოებაზე. დიდი იყო პავლე მოციქულის ქადაგების ძალა. ძალიან ბევრი იღვაწა მან სახარების გავრცელებისთვის. მართალია, იგი არ იყო მოციქულთა შორის იესო ქრისტეს მიწიური სიცოცხლის დროს, მაგრამ მან თავისი ნათელი გონებით, ჩასწვდა იმას, რომ იესო ქრისტე არის აღთქმული მესია, რომელიც მოვიდა კაცობრიობის სახსნელად. სიტყვა მოციქული ნიშნავს წარგზავნილს და ჩვენც ყველანი წარგზავნილები ვართ ღვთის მიერ ამ ქვეყნად, რომ შევიმეცნოთ და დავამოწმოთ ჭეშმარიტება ჩვენი ცხოვრებით. ესე იგი, ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც ჩვენ გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით კი მოციქულ პეტრესთან და მოციქულ პავლესთან“, – აღნიშნა მეუფემ.