მოქალაქემ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარა
ნინოწმინდაში მოქალაქემ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ჩააბარა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქალაქ ნინოწმინდაში მცხოვრებმა, 1979 წელს დაბადებულმა სამველ ა-მ. ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: დაზგის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნის ჭურვები: 6 ცალი „პეგა-15-პ“ და 6 ცალი „პეგა-9“, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „ა-კა-ეს“-ის 12 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.