„მკვლელი მეღორე“ ტრანსგენდერი გამომძიებლის წინააღმდეგ – როგორ დააკავეს კანადის ყველაზე საზარელი მანიაკი (ნაწ. I)
90-იან წლებში ვანკუვერის გარეუბნები ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად იქცა. სისხლიანი მანიაკი, რომელიც საკუთარ მსხვერპლს ღორებს აჭმევდა, 10 წელზე მეტხანს უკანონოდ გადაადგილდებოდა პოლიციის ცხვირწინ. ერთადერთი დეტექტივი, რომელმაც ფსიქოპატის ვინაობის დადგენა შეძლო, ქალი პოლიციელი გახდა, რომელმაც სქესი შეიცვალა. მკვლელის ძებნა მისთვის პრინციპული საქმე იყო.
2002 წლის ბოლოს ვანკუვერის სამეფო საცხენოსნო პოლიციას ბევრი საქმე ჰქონდა. დანაშაულის დონე ქალაქსა და მის შემოგარენში ყოველთვის ძალიან მაღალი იყო, მაგრამ რიგით დაყაჩაღებებს, ქუჩურ გარჩევებსა და ჰეროინით ვაჭრობას მეძავების გაუჩინარების საქმეც დაემატა. რამდენიმე ქალი, რომელიც ქუჩაში მუშაობდა, ერთი მეორის მიყოლებით ქრებოდა. გაუჩინარებულთა ძებნის განყოფილება ოფიცრებს სთხოვდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინათ რეგულარული რეიდების დროს ისეთ ადგილებში, სადაც აღნიშნული პროფესიის ქალები მოღვაწეობდნენ.
ზამთრის იმ ღამეს პოლიციელმა გადაწყვიტა ღორების ფერმა შეემოწმებინა, რომელიც რობერტ უილიამ პიკტონს ეკუთვნოდა და ვანკუვერიდან 35 კილომეტრში მდებარეობდა. ეს ადგილი ტყის 10 აკრს (4 ჰექტარზე მეტს) იკავებდა და ყველაზე ველურ, სახიფათო და ყრუ ადგილად ითვლებოდა. კრიმინალის ბუდე აქ Piggy’s Palace-ის კლუბში იყო, რომელიც პირდაპირ ფერმაში, ერთ-ერთი ქოხში მდებარეობდა.
ეჭვისმომგვრელ დაწესებულებაში იკრიბებოდნენ ბაიკერები, მოხეტიალეები და ადგილობრივი ალკოჰოლიკები. ამიტომაც გადაწყვიტა ოფიცერმა იქ შესვლა. ვიზიტის მიზანი არარეგისტრირებული იარაღის პოვნა იყო.
სტუმრების კარგი შემოწმების შემდეგ, პოლიციელმა რობერტ პინკტონსა და მის ძმას მაინც უპოვა რამდენიმე არაოფიციალური იარაღი. პოლიციელები უკვე დამშვიდობებას აპირებდნენ, მაგრამ ყველაფერი ერთმა ნაპოვნმა ნივთმა შეცვალა. ერთ-ერთი ოფიცერი ფერმას ათვალიერებდა, როდესაც ტალახში ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორი შენიშნა, რომელზეც ქალბატონის სახელი იყო დატანილი.
ნივთის პოვნა მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ზამთრის ბოლო სრულიად უთოვლო იყო და ის ტალახში, ზედაპირზე ეგდო. ნაპოვნი ნივთის დათვალიერების შემდეგ პოლიციელები მიხვდნენ, რომ მისი მფლობელი საკუთარი ნებით აქ არ მოვიდოდა. თავად ფერმის მფლობელი უარყოფდა საკუთარ კავშირს ნივთის ამ ტერიტორიაზე გაჩენასთან და თანაც, მისი იქ არსებობა სულაც არ წარმოადგენდა დანაშაულს. რობერტი და მისი ძმა ადრე უკვე დაკითხეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ამიტომ მათთვის ბრალის დადება შეუძლებელი იყო.
ოფიცერმა ინჰალატორის გადაგდება გადაწყვიტა და უეცრად გაახსენდა, რომ მისთვის ნივთზე დატანილი სახელი ნაცნობი იყო. ამის შემოწმება მარტივი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ ეს ნივთი ერთ-ერთ დაკარგულ ქალბატონს ეკუთვნოდა.
ამჯერად პოლიციამ ფერმა კარგი ნადავლით დატოვა – ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე კანკალებდა და ჩხუბობდა ფერმის მფლობელი, ჟღალთმიანი ბობ პიკტონი. დანარჩენი უკვე ტექნიკური საქმე იყო. ექსპერტ-პოლიციელებმა ძაღლებითა და სპეციალური ტექნიკით დაათვალიერეს ფერმა – მათი შედეგად რამდენიმე ქალის ცხედრის ნაწილები იპოვეს, გახრწნის სხვადასხვა დონეზე, ტალახსა და ღორების განავალში ამოსვრილი.
გარდა ამისა, ადამიანის ცხედრების ნაწილები აღმოჩნდა სამაცივრე ოთახებში, ღორის ხორცთან ერთად. ადამიანის ხორცი და სისხლი ყველგან იყო – იატაკზე, კედლებზე, მაგიდებსა და ნაჯახებზე, ხორცსაკეპ მანქანებშიც კი, ფარშის სახით. საერთო ჯამში, 30 ქალის ცხედრის ნაწილების შეგროვება მოხერხდა. პიკტონს სახელიც შეარქვეს – „მკვლელი მეღორე“ – და კანადის ყველაზე სისხლიანი მანიაკიც უწოდეს.
ერთ-ერთი ვანკუვერელი დეტექტივი, რომელიც აქტიურად იყო დაკავებული ქალების გაუჩინარების საქმით – ქალბატონი ლორეინ შენჰერი გახლდათ. ის პოლიციაში 27 წლის ასაკში მივიდა სამუშაოდ და თავად მოითხოვა საველე სამუშაოებზე გასვლა. მაღალი და ფიზიკურად ძლიერი მაშინვე გადაეშვა ვანკუვერის საზარელ სამყაროში და პროდუქტიული მუშაობა დაიწყო.
პირველად ქალები იმ დღეებში დაიკარგნენ, როდესაც ლორეინ შენჰერი სამსახურში არ იყო. ამ დღეს დეტექტივმა სქესი შეიცვალა. ჰორმონალური თერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ, პოლიციის სამმართველოში ახალი, მაგრამ ყველასათვის კარგად ცნობილი თანამშრომელი, უკვე მამაკაცი ლორიმერ შენჰერი დაბრუნდა. ოფიცერი ვანკუვერის გაუჩინარებული ადამიანების ძებნის განყოფილებას ჩაუდგა სათავეში და აქტიურად დაიწყო მუშაობა.
1998 წელს, როდესაც შენჰერმა, როგორც მამაკაცმა, მუშაობა დაიწყო, დაკარგულად 17 მეძავი ითვლებოდა. გამოძიება განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე მიმდინარეობდა – ასოციალური ელემენტებისა და მეტწილად, ნარკოტიკის მომხმარებელთა ძებნის სურვილი პოლიციელებს არ ჰქონდათ. ჟურნალისტების კითხვებზე პოლიციელები პასუხობდნენ, რომ ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, გოგონები სადღაც, უბრალოდ, დადიან და მალე თავად გამოჩნდებიან. იმ დროს უკვე ვარაუდობდნენ, რომ ვანკუვერში მანიაკი არსებობდა, მაგრამ არ იყო ნაპოვნი არცერთი ცხედარი და არც არავინ აპირებდა საქმის დაწყებას.
თანამდებობის დაკავების შემდეგ ბოლო დაკარგული ქალი სარა დე ვრისი იყო, რომელიც მძიმე ნარკოტიკს მოიხმარდა. მეძავი დღიურს წერდა, სადაც გამომძიებლებმა საინტერესო ჩანაწერები ნახეს.
„მითვალთვალებს თუ არა ის ახლა მე? როგორც არჩევს ის მსხვერპლს? კარგი კითხვაა. რომ ვიცოდე, ვერასდროს გამომიჭერდა“.
ეს გოგონამ 1995 წელს, საკუთარ გაუჩინარებამდე, თითქმის, 3 წლით ადრე დაწერა. ვინაიდან მისი ცხედარი არ იყო აღმოჩენილი, გამომძიებლებმა ჩათვალეს, რომ პიკტონმა ის ხორცსაკეპ მანქანაში გაატარა და ღორებს აჭამა.
გაუჩინარებული მეძავების საქმე შენჰერის დანიშვნიდან მეორე დღეს უკვე ადგილიდან დაიძრა. მას ვინმე ანონიმურმა დაურეკა და ურჩია, ყურადღება მიექცია პიკტონისთვის. კეთილისმსურველის განცხადებით, ვიღაც მთვრალი ფერმერი ტრაბახობდა, რომ მისი ხორცგადამამუშავებელი აპარატი ნებისმიერს დაეხმარებოდა ცხედრის თავიდან მოშორებაში. ანონიმური პირის თქმით, რობერტის ფერმაზე არაერთხელ უნახავთ ქალთა ნივთები.
შენჰერმა არ დაივიწყა ზარი და ეძებდა საქმის წამოწყების საბაბს საეჭვო ფერმერის ირგვლივ. როგორც მან გაარკვია, ფერმაში მიდიოდნენ მეძავი ქალები, რათა ბაიკერები გაერთოთ. შემდეგ გაირკვა, რომ ბარში დაკარგული ქალების ნივთები სხვა მეძავებს არაერთხელ უნახავთ. მაგრამ, ესეც ვერ გახდებოდა ჩხრეკის მიზეზი, – სხვებმა ოფიციალურად ამის შესახებ არ განაცხადეს, მათ ვერ შეძლეს პოლიციის ღიად დახმარება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, შენჰერს გამოძიება გაეგრძელებინა. მან ხელმძღვანელობას სატყუარა გოგონას შეგზავნა სთხოვა პიკტონის ბარში, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს… შეიძლება ზუსტად მაშინ ინანა ლორიმერმა, რომ სქესის შეცვლა ზედმეტად ადრე მოუვიდა. ოფიცრის დაჟინებული თხოვნით, ფერმაზე თვალთვალი დაიწყეს. პოლიციის ოფიცრები სამი დღე ბინოკლებით აკვირდებოდნენ ფერმასა და ბარს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ნახეს. თვალთვალი მოხსნეს და იმის იმედი, რომ რამეს იპოვიდნენ კვლავ გაქრა…