“რესპუბლიკურ საავადმყოფოში” მიმართვიანობა გაიზარდა, საწოლების რაოდენობას ყოველდღიურად ამატებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა გაზრდილია.

მისივე თქმით, საწოლების რაოდენობას ყოველდღიურად ამატებენ.

“მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, საწოლების რაოდენობას დინამიკურად, ყოველდღიურად ვამატებთ.

ბავშვთა საწოლებს რაც შეეხება, სრულ მზადყოფნაში ვართ და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყებს ოპერირებას ბავშვთა საწოლებით “რესპუბლიკური საავადმყოფოც”.

დიდების შემთხვევაში, 350 საწოლი გვაქვს, რომელიც დატვირთულია მთლიანად”, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები